ვახორციელებთ ნებისმიერი სირთულის შიდა და გარე დემონტაჟს. ვჭრით კედლებს, ვანგრევთ ტიხრებს, ვხსნით ძველ იატაკს, ფილებს, სანტექნიკასა და ელექტრომოწყობილობებს. საქმეს ვასრულებთ თანამედროვე ხელსაწყოებით, მაქსიმალური სიზუსტითა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
რემონტისა და მშენებლობის პროცესში დაგროვილი ნარჩენები (მეტლახის ნამსხვრევები, თაბაშირ-მუყაო, ცემენტის პარკები, შეფუთვები) ხელს გიშლით მიმდინარე პროცესში? უზრუნველვყოფთ ტერიტორიის სწრაფად გაწმენდას და ნარჩენების სპეციალურ ნაგავსაყრელზე გადატანას.
აღარ გჭირდებათ დროისა და ენერგიის კარგვა მასალების ტრანსპორტირებაზე. ჩვენ მოგაწვდით ნებისმიერი სახის სამშენებლო და სარემონტო მასალას პირდაპირ თქვენს ობიექტზე. ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდებას.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სარემონტო მამუშაოების სრულ ციკლს, რათა თავიდან აირიდოთ სხვადასხვა ხელოსნის ძებნის სირთულეები.